top of page

თბილისის #16 სკოლის სამოქალაქო კლუბის

წევრებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს

ამა წლის მაისში თბილისის #16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა “მომავალი თაობა” დაგეგემა და განახორციელა სამოქალაქო ინიციატივა “გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ლეიკემით დავადებულ ბავშვებს”. მოსწავლეები წინასწარ დაუკავშირდნენე სისხლის ბანკს და მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. კლუბის წევრებმა (10 მოსწავლე) კარდაკარ იარეს და შეაგროვეს სისხლის დონორობის მსურველთა სია. 17 მარტს სისხლის ბანკის თანამშრომლები ეწვივნენ შესაფერისი აპარატურით #16 სკოლას და ჩატარდა სისხლის ჩაბარების პროცედურა. სისხლი ჩააბარა 19 მსურველმა. შეგროვდა 7600 მგ სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის. ამ პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღო #16 სკოლის დირექტორმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა. სისხლის ბანკის თანამშრომლებმა დონორებისათვის მოიტანეს გამაგრილებელი სასმელი და შოკოლადი. კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ეს აქცია ტრადიციად იქცევა და სხვა კლუბების აქტიურად განახორციელებენ ასეთ ინიციატივებს.



საავტორო უფლებები დაცულია:http://tyhfblog.wordpress.com/2013/05/21/თბილისის-16-სკოლის-სამოქალ/



PROJECTS

bottom of page